მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით გაიზრდება, რაც 0,4 პროცენტული პუნქტით მეტია ბანკის 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებულ წინა პროგნოზზე.
გარდა ამისა, გაუმჯობესდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც მოსალოდნელია 4,5%-ის ნაცვლად 5%.
THE WORLD BANK